ოთხშაბათი, 01.05.2024, 13:35
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
Gაერთე ჩვენთან

მთავარი » საიტების კატალოგი » მინდა ვიცოდე ბევრი

საიტების კატეგორიაში: 9
ნაჩვენებია საიტი: 1-9

დალაგება: თარიღით · სათაურით · რეიტინგით · გადასვლები

1. მეტი მეგობარი - უფრო დიდი ტვინი.
კვლევებით დადგინდა, რომ ფეისბუქზე ბევრი(მართლა ბევრი) მეგობრის ყოლა იწვევს ტვინის იმ ნაწილის ზრდას, რომელიც სახეებისა და სახელების დამახსოვრებაზეა ორიენტირებული.
2. ფეისბუქი აუმჯობესებს მახსოვრობას.
რეალურ ცხოვრებაში ჩვენ დაახლოებით 50 ადამიანთან გვაქვს კონტაქტი. ფეისბუქზე დარეგისტრირებულ ადამიანს კი დაახლოებით 200 მეგობარი ჰყავს. შოტლანდიელი მკვლევარი, ტრეისი ალოვეი ირწმუნება, რომ ამ ადამიანების ამბებისთვის თვალის მიდევნებაც კი აუმჯობესებს ჩვენს მახსოვრობას.ეს პუნქტი წინა პუნქტისგან განცალკევებით იმიტომ გამოვყავით, რომ ეს ფენომენი ყველაზე ვრცელდება და არა მხოლოდ მათზე, ვისაც ათასობით მეგობარი ჰყავს.
3. სოციალური ინტერაქცია ახალ ბმულებს აჩენს ტვინში
ახალი ბმულები ტვინში მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი ცდილობს სხვა ადამიანებთან თანამშრომლობით მივიდეს საერთო მიზნამდე. იგივე ეხება უბრალოდ ინტერაქციასაც, ტვინისთვის კი სულ ერთია, თქვენ რეალურად ურთიერთობთ სხვა ადამიანებთან თუ ვირტუალურად. 

4. პოზიტიური ემოციები უფრო კრეატიულს გხდით
რა თქმა უნდა, ფეისბუქის შესახებ ბევრი ნეგატიური რამის თქმა შეიძლება, მაგრამ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან სიახლოვის შეგრძნება ცალსახად პოზიტიური ემოციაა. პოზიტიური მუხტი კი ადამიანს ცხოვრებაში კრეატიული გზების ძიებისკენ უბიძგებს.

5. წერის უნარი უმჯობესდება
სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ სტუდენტები, რომლებიც აქტიურად იყენებენ ფეისბუქს, უკეთესად წერენ, ვიდრე მათი სოციალურ ქსელებში პასიური თანატოლები. მიზეზი ისაა, რომ მათ ისწავლეს სხვადასხვა სიტუაციაში იმ სიტუაციისთვის შესაბამისი წერითი ხერხების გამოყენება.
მინდა ვიცოდე ბევრი | გადასვლები: 313 | დაამატა: jorjika | თარიღი: 30.05.2013



მე თქვენ ამ პოსტში დაგეხმარებით იმის გასარკვევად არის თუ არა კომპიუტერული თამაშები თვალისათვის სასარგებო ან მავნებელი ! ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ კომპიუტერული თამაშები მხედველობის სასარგებლოა. შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს ?


ბევრ ექსპერტს აღელვებდა ის ფაქტი, რომ ისეთი დინამიური თამაშები, ე.წ. ” შუთერები ” როგორებიცაა: "Counter-Strike”, "Call of Duty”, "Left 4 Dead”, მხედველობას ზიანს აყენებდა, თუმცა უკანასკნელი გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ისინი პირიქით, აუმჯობესებენ მას.

ადამიანთა ჯგუფს ჩაუტარეს ამგვარი ექსპერიმენტი: ათამაშეს კონკრეტული ვიდეოთამაშები, რის შედეგადაც გამოავლინეს ის ფაქტი, რომ მათ გაუუმჯობესდათ რუხი ელფერის აღქმის უნარი – ეს ძალზედ სასარგებლო შენაძენია იმათთვის, ვისაც უჭირს ღამით მანქანის მართვა.

” ჩვეულებრივ, კონტრასტული მგრძნობელობის ასამაღლებლად, საჭიროა ან სათვალეების ან ოპერაციის გაკეთება, რამეთუ მოხდეს თვალის ოპტიკური სისტემის შეცვლა ” – ამბობს დაფნა ბაველიე, ნიუ-იორკის შტატის როჩესტერის უნივერსიტეტიდან. – ” ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ "Action” ჟანრის ვიდეოთამაშების საშუალებით, ტვინი უფრო ეფექტურად ამუშავებს მიღებულ ინფორმაციას, ამასთანავე კარგი მხედველობის უნარი ნარჩუნდება კიდევ რამდენიმე თვე თამაშის დანებების შემდეგაც ".

ექსპერიმენტისთვის მეცნიერებმა შეარჩიეს 22 მოხალისე სტუდენტი, რომლებიც გაანაწილეს ორ ჯგუფში. პირველი ჯგუფი თამაშობდა ყველასათვის კარგად ნაცნობ – "Call of Duty 2″-ს და "Unreal Tournament 2004″-ს, ხოლო მეორე ჯგუფს უწევდა "The Sims 2″-ის თამაში, რომელიც არ მოითხოვს მაღალ კონცენტრაციას.
თვითოეულმა მოხალისემ ცხრა კვირის განმავლობაში კომპიუტერთან გაატარა საშუალოდ 50 საათი. ამის შემდეგ, ” შუთერების ” ჟანრის მოთამაშეებს გაუუმჯობესდათ ახლოარსებული რუხი ელფერის აღქმის უნარი 43%-ით, როდესაც "Sims”-ის მოთამაშეებს არანაირი ცვლილება არ აღენიშნებოდათ.

ბაველიე ასევე მივიდა ისეთ დასკვნამდე, რომ პირველი ჯგუფის მოხალისეებს 58%-ით გაეზარდათ თითქმის უხილავი ელფერის აღქმის უნარიც.

” როდესაც ხალხი თამაშობს "Action” ჟანრის თამაშებს, იცვლება ტვინის სეგმენტის მუშაობაც, რომლის ფუნქციაც არის ინფორმაციის ვიზუალური დამუშავება. – ამტკიცებს ექსპერტი. ” ამ თამაშების წყალობით, ადამიანის მხედველობის სისტემას ვაიძულებთ იმუშაოს შესაძლებლობის ზღვარზე და ტვინიც ეგუება ამას ".

მეცნიერის აზრით, მისი ექსპერიმენტის შედეგად, ნათლად ჩანს, რომ კომპიუტერულ თამაშებს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი კომპონენტი მხედველობის კორექციის ტექნიკაში.
მინდა ვიცოდე ბევრი | გადასვლები: 337 | დაამატა: jorjika | თარიღი: 30.05.2013



სანამ გადავალთ უშუალოდ მოწყობილობის განხილვაზე, გადავხედოთ ისტორიას. სხვათაშორის არცთუ ისე შორეულს: სულ რაღაც ხუთი წლის წინ Nintendo-მ გამოუშვა კონსოლი Wii, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი სათამაშო ინდუსტრია. კონტროლერი Wii Remote (მოფერებით Wiimote) იძლეოდა თამაშში ჩაღრმავების აქამდე უპრეცენდენტო საშუალებას და გადაიქცა სრულ ბესტსელერად დაანონსებისთანავე. ასე მაგალითად, 2009 წლის ბოლომდე აშშ-ში აშკარად იგრძნობოდა Wii-ის დეფიციტი.
ზორზოხი PlayStation 3-ისა და Xbox 360-ის ფონზე, რეალურად საკმაოდ პრიმიტიული Wii გამოიყურებოდა გაცილებით უფრო საინტერესოდ, ღირდა ნაკლები და უზრუნველყოფდა სულ სხვა შეგრძნებებს თამაშებისგან. ბუნებრივია, Sony და Microsoft ამგვარ ვითარებას ვერანაირად ვერ შეეგუებოდნენ და ამიტომ 2010-ში წარმოადგინეს თავ-თავისი კონტროლერები, რომლებსაც მიუხედავად განსხვავებული მიდგომებებისა აერთიანებდათ ერთი რამ – ისინი აძლევდნენ მოთამაშეებს საშუალებას ემოძრავათ. ასე მოევლინა სათამაშო მსოფლიოს Microsoft Kinect (ყოფილი Project Natal) და ასევე დღევანდელი მიმოხილვის ობიექტი – PlayStation Move.
სინამდვილეში მოვლენები ვითარდებოდა ცოტა განსხვავებულად, და ის, რაც დღეს ცნობილია PlayStation Move-ის სახით, წლების მანძილზე მუშავდებოდა Sony-ის ლაბორატორიებში. პირველად სისტემამ ნაწილობრივი განსახიერება ჰპოვა შორეულ 2003-ში, როდესაც კომპანიამ წარმოადგინა ახალი ტიპის კონტროლერი – EyeToy, სპეციალური ვებ-კამერა, რომელიც Microsoft Kinect-ის პრინციპით მუშაობდა, უბრალოდ ნაკლები სიზუსტით (მოთამაშეები ზოგჯერ ავეჯში ეშლებოდა), რის გამოც საბოლოოდ წარმოებიდან მოიხსნა. თუმცა Wii-ის მოულოდნელი წარმატების შემდეგ, Sony-იმ გადაიფიქრა და გადაწყვიტა აეღორძინებინა მიტოვებული ტექნოლოგია. მან დახვეწა, გააუმჯობესა და გაანახლა ყველაფერი, რაც კი შეეძლო და მეორედ მოავლინა კონტროლერი ამ ქვეყნად, ოღონდ უკვე PlayStation Move-ის სახელით. ვებ-კამერას დაემატა ხელში დასაჭერი კონტროლერი, აღქმის სიზუსტის გასაზრდელად.
2009 წელს ჯერ კიდევ პროტოტიპის ფორმით განხორციელდა Move-ის პრეზენტაცია E3 კონფერენციაზე, ხოლო უკვე ერთი წლის შემდეგ მან დაიკავა თავისი ღირსეული ადგილი მაღაზიების თაროებზე. გაყიდვების დაწყებიდან სულ რაღაც ორ თვეში გაიყიდა 4 მილიონზე მეტი ცალი, ასე რომ, საქმე გვაქვს საკმაოდ წარმატებულ პროდუქტთან. საკუთრივ PlayStation 3-ზე აღარ ვილაპარაკებთ, ის ბაზარზე აგერ უკვე ხუთი წელია რაც არსებობს. Slim ვერსიის გამოსვლამაც დიდი არაფერი შეცვალა. ასე რომ, გადავიდეთ უშუალოდ PS Move-ზე. ფერად ფერად ყუთში საკუთრივ კონტროლერის გარდა მოთავსებულია კამერა – PlayStation Eye (პრაქტიკულად EyeToy-ის იდენტური), ვიდეო სახელმძღვანელო დისკზე, და მოკლე ქაღალდის ინსტრუქცია. კაბელი USB-to-miniUSB, რომელის საჭირო არის იმისთვის, რომ კონსოლმა ამოიცნოს კონტროლერი, კომპლექტში წარმოდგენილი არ არის, იგულისხმება, რომ ის მომხმარებელს უკვე უნდა ჰქონდეს, რადგან ის მოყვება კონსოლს. ასევე შესაძლებელია კონტროლერის, ანუ როგორც მას ოფიციალურად უწოდებენ – PlayStation Move Motion-ის შეძენა ცალკე. გარდა ამისა, ხელმისაწვდომია კიდევ ორი ტიპის აქსესუარე – PlaStation Move Navigation Controller, რომელიც გამოგადგებათ ზოგიერთ თამაშში, და ასევე PlayStation Move Shooting Attachment, რომელიც არ იქნება ზედმეტი სხვადასხვაგვარ შუტერებში. ვიზუალურად კონტროლერი ყველაზე უფრო წააგავს მიკროფონს: მოგრძო სახელური, რომლის ბოლოზე დამაგრებულია სფერო. ადგილზევე იმყოფება ღილაკების ჩვეული ნაკრები გეომეტრიული პიქტოგრამებით, ღილაკი PS და არა ნაკლებ სტანდარტული Start და Select – გვერდებზე. თუმცა აქ ვერ იპოვით ვერც ანალოგურ ჯოისტიკს, ვერც 8-პოზიციურ D-Pad-ს და ვერც შიფტებს. სამაგიეროდ არის ახალი ღილაკები: ჩახმახი T (მოწყობილობის ქვედა მხარეზე), რომელიც განკუთვნილია მაჩვენებელი თითისთვის, და ღილაკი Move (ზედა მხარეზე) – ცერა თითისთვის. უკანა მხრიდან კონტროლერს გააჩნია mini-USB პორტი, რომელიც გამოიყენება მოწყობილობის დასატენად და ასევე კონსოლთან დაწყვილებისთვის. გვერდზე მდებარეობს კონექტორი Move Navigation Controller-ის შესაერთებლად – შედეგად გამოდის ერთგვარი ნუნჩაკი. კონტროლერის აგებულება გათვლილია დეტალურად, ზომა, წონა, ფორმა. სხვათა შორის Wiimote არსებითად უფრო მძიმეა. იგივე მიზნებს ემსახურება მის ბოლოზე დამაგრებული სფერო რბილი სილიკონისგან. კამერა PlayStation Eye ერთ დროს იყიდებოდა ცალკე და არსებობს თამაშები, სადაც მუშაობს მხოლოდ კამერა, Move-ის გარეშე. თუმცა არაფერ განსაკუთრებულს ის არ წარმოადგენს. ჩვეულებრივი ვებ-კამერა SD-გარჩევადობით, მიკროფონების მასივით და ობიექტივის გადართვის შესაძლებლობით ფართო და ვიწრო კუთხეებს შორის. უკავშირდება კონსოლს USB-ის მეშვეობით. ერთი შეხედვით შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ PlayStation Move არის უბრალოდ Wii Remote-ის ასლი. თუმცა რაოდენაც არ უნდა ჰგავდნენ ერთმანეთს კონტროლერები, ყველაზე მეტად ისინი განსხვავდებიან ზუსტად მუშაობის პრინციპით. Wii Remote-ს შიგნით გააჩნია აქსელერომეტრი, Bluetooth-ადაპტერი და IR-მიმღები. კონტროლერის მოძრაობა აღიქმება აქსელერომეტრის მეშვეობით, ხოლო ის თუ საითკენ არის მიმართული ის – IR-სენსორის მეშვეობით, რომელიც იჭერს სიგნალებს ტელევიზორის ქვეშ მოთავსებული სპეციალური პანელიდან. შეგროვილი მონაცემები მიეწოდება კონსოლს Bluetooth პროტოკოლით. მაგრამ როგორც აჩვენა პრაქტიკამ, მოცემული გადაწყვეტილება ვერ უზრუნველყოფს სათანადო პოზიციონირების სიზუსტეს და ეს აღიარა თავად Nintendo-მ, როდესაც გამოუშვა ბაზარზე აქსესუარი Wii MotionPlus ერთი ორღერძოვანი და ერთი ერთღერძოვანი გიროსკოპებით. PlayStation Move-ის შემთხვევაში ყველაფერი არსებითად უფრო რთულია. თავად კონტროლერს შიგნით ჩაშენებული აქვს სამღერძიანი MEMS-გიროსკოპი, აქსელერომეტრი და გეომაგნიტური სენსორი (მაგნიტომეტრი). პირველი ორი იძლევა მანიპულატორის მოძრაობის აღქმის შესაძლებლობას, ხოლო ბოლო ერთი განსაზღვრავს მოთამაშის ადგილმდებარეობას დედამიწის ღერძის მიმართ, რითაც შეაქვს კორექტივები აქსელერომეტრისა და გიროსკოპის მიერ მოპოვებულ მონაცემებში. გარდა ამისა, ვებ-კამერა თვალს ადევნებს მოთამაშის მოძრაობებს და ამით ადგენს კონტროლერის საშუალებით ჩატარებული ილეთის ხასიათს. ასე მაგალითად, თუ ფრენბურთში თქვენ უცებ მოიქნევთ ერთ ხელს, სისტემა იფიქრებს, რომ თქვენ ცდილობთ შეტევის მოგერიებას, ხოლო თუ ორს – გსურთ რბილი პასის გადაცემა. მიკროფონები გამოიყენება ვიდეო კონფერენციებისთვის სხვა მოთამაშეებთან, და ასევე ზოგიერთ თამაშში, სადაც მნიშვნელობა აქვს ბგერის წყაროს ადგილმდებარეობას სივრცეში. კამერა ასრულებს კიდევ ერთ ფუნქციას. კონტროლერის ბოლოზე განთავსებული სფეროს მეშვეობით, რომელიც ანათებს სხვადასხვა ფერებით, ის აზუსტებს Move-ის გადაადგილებას სივრცეში. ასევე ზოგიერთ თამაშში ის გამოიყენება დამატებითი რეალობის უზრუნველსაყოფად: კამერა გამოსახავს ეკრანზე მის წინაშე მიმდინარე მოვლენებს და ავსებს მათ დამატებითი სათამაშო ელემენტებით, ხმლით ან ჩოგანით და ა.შ. ისევე როგორც Wiimote, PlayStation Move-იც ურთიერთქმედებს კონსოლთან Bluetooth 2.0-ის მეშვეობით.
მინდა ვიცოდე ბევრი | გადასვლები: 374 | დაამატა: jorjika | თარიღი: 30.05.2013


სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე თავიდან სამი მუხლი კიბერდანაშაულს ეხება.

მინდა ვიცოდე ბევრი | გადასვლები: 318 | დაამატა: jorjika | თარიღი: 30.05.2013


თითქმის ყველა Facebook მომხმარებელს მეგობრების სიაში ერთი მოზარდი მაინც ჰყავს, რომელთაც მომატებული წლოვანებით პროფილი მშობლების დახმარებით შექმნეს. 
თუმცა მოემზადეთ იმისთვის, რომ ძალიან მალე Facebook-ზე მეგობრობის შემოთავაზებას ბავშვებისგანაც მიიღებთ, ოღონდ უკვე მათი ნამდვილი ასაკით. 
Facebook-ს ამ ეტაპზე 13 წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ ქსელთან წვდომა შეზღუდული აქვს. გაყალბებული პროფილი კი კომპანიას კანონის წინაშე სავალალო მდგომარეობაში აყენებს. აშშ-ს კანონის თანახმად, კომპანია ვალდებულია ბავშვების მონაცემების შეგროვებამდე მშობლების თანხმობა მიიღოს. 
ამ თუ სხვა მიზეზების გამო, Facebook-მა გადაწყვიტა, 13 წლამდე ასაკის ბავშვებს, მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ, სოციალურ ქსელთან წვდომის უფლებას მისცემს. იმასაც ვარაუდობენ, რომ ეს მორიგი მცდელობაა კომპანიის მხრიდან, საფონდო ბირჟაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ დამატებითი შემოსავლის წყარო შექმნას. 
მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბევრ მოზარდს მშობლების დახმარებით უკვე Facebook-ზე პროფილი აქვს და, უკანასკნელი კვლევების თანახმად, 13 წლამდე ასაკის 7.5 მილიონი ბავშვი სოციალური ქსელის მომხმარებელია, ამ სიახლემ მშობლებში სხვადასხვა რეაქცია გამოიწვია. 
ბევრ მშობელს სურს, რაც შეიძლება მაქსიმალურად დიდ ასაკამდე მოარიდოს შვილი მსგავს სოციალურ ქსელებს. 
„ჩემი შვილი არ არის Facebook-ზე რეგისტრირებული და უფლებაც რომ დართონ 13 წლამდე ასაკის ბავშვებს, მე მაინც შევეცდები, რაც შეიძლება დიდ ხანს არ გაუჩნდეს ჩემ შვილს სოციალურ ქსელთან წვდომის სურვილი," ამბობს თეო ქირია, 9 წლის კოტეს დედა. 
Facebook-ის აღმასრულებლების განცხადებით, ახალი ტექნოლოგია შვილის და მშობლის პროფილს აკავშირებს ერთმანეთს, რაც მშობელს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს შვილის თითოეული მოქმედება სოციალურ ქსელში - ვის დაუმეგობრდება, რომელ აპლიკაციას გამოიყენებს, რა სურათს ატვირთავს თუ გაიზიარებს დ ა.შ. 
ბევრი მშობელი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მის შვილს Facebook-ის პროფილი ჰქონდეს. 
.DDOS შეტევა
DDoS – არის შემოკლებული ფორმა Distributed Denial of Service-ის, რაც ნიშნავს სერვერის მიერ უარის თქმას მომსახურებაზე. DDoS-ის შემთხვევაში შეტევა ხორციელდებაა რამოდენიმე კომპიუტერის მეშვეობით და შესაბამისად რამოდენიმე კანალით, ანუ გარკვეული ზომბირებული კომპიუტერების ჯგუფიდან, რომლებიც ერთდროულად ანხორციელებენ შეტევას. ეს მეთოდი გამოიყენება სერვერის ფუნქციონალურობის შეზღუდვისთვის ან სრულ დაუნამდე მისაყვანად (გაჭედვამდე).
DDoS შეტევის სქემა დაახლოებით ასეთია: ჰაკერი ტეხავს გარკვეული რაოდენობის კომპიუტერებს, აყენებს მათზე DDoS მოდულებს, და შემდეგ როდესაც ”საქმე” მოითხოვს, იყენებს მათ ერთდროული შეტევისათვის, და პრინციპში მსხვერპლი მიყავს იმ დონემდე, რომ წყვეტს ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტი ყავს ჰაკერს ასეთი ზომბირებული მანქანა, შეტევა მით უფრო ძლიერია.
ეს მეთოდი იმითი გამოირჩევა, რომ ამ ყველაფრის ორგანიზატორისათვის არაა აუცილებელი კარგი ინტერნეტ შეერთების ქონა, და პრინციპში შეუძლია ასევე შეტევის მომენტში თვითონ საერთოდ არ იყოს ქსელში ჩართული, გამომდინარე იქიდან, რომ ის იყენებს სხვიც კანალს, სხვის ტრაფიკს და სხვის კომპიუტერებს კიდევ ერთი პლიუსი ის არის, რომ თუ შეტევის მომენტში გამოთიშავენ რამოდენიმე კომპიუტერს, ეს შეტევა მსხვერპლისთვის მაინც საზიანო აღმოჩნდება.
DDoS მოდულები შეიძლება დაიყოს ვიდების მიხედვით:
1. როდესაც თვითონვე ამრავლებენ თავის თავს.
2. როდესაც ხდება ხელოვნურად მათი გამრავლება.
მათი ხელოვნურად გასამრავლებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული მაგალითად ინტერნეტ კაფე, თუ ასეთი სახის აქციის ჩასატარებლად 1-2 თვე ჩატარდება წინა მოსამზადებელი სამუშაოები, მაშინ შეტევა შეიძლება გამოვიდეს არც თუ ისე ცუდი .
როგორც წესი, სერვერული DDoS მოდულები დაყენების შემდეგ თვალყურს ადევნებენ პორტს და ელოდებიან კომანდებს, აქედან გამომდინარე მათი აღმოჩენის ალბათობა დიდია, განსხვავებით ჩუმებისგან, რომლებსაც გააჩნიათ მონაცემები მსხვერპლის შესახებ და ელოდებიან შესაბამის მომენტს, რომლებიც არანაერად არ იქცევენ ყურადღებას.
არსებობს ორი ძირითადი გზა DDoS შეტევის განხორციელების:
1. როდესაც ჰაკერი ანხორციელებს პაკეტების ან მონაცემების გაგზავნას მსხვერპლის მისამართით, რომლებსაც სერვერი არ მოელოდება და ასეთ შემთხვევაში სერვერი ან ითიშება ან საჭიროებს რესტარტს, და რაღათქმაუნდა ჩვეულებრივი მომხმარებლებისათვის პრაქტიკულად გამოუყენებადი ხდება.
2. როდესაც ხდება სერვერის დაფლუდვა ანუ სერვერის გადავსება. ასეთ შემთხვევაში ჰაკერის მიერ ხორციელდება დიდი რაოდენობის ინფორმაციის მიწოდება და სერვერი ვერ ახდენს ერთდროულად ამ მთელი ინფორმაციის დამუშავებას. მაგალითად თუ სისტემა ჩვეულებრივად ახერხებს 10 პაკეტის დამუშავებას წამში, მაშინ ჰაკერი აგზავნის 20 პაკეტს წამში და სერვერი ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის პრაქტიკულად გამოუყენებადი ხდება, იქიდან გამომდინარე. რომ სერვერზე არსებული ყველა რესუსრსი დაკავებულია. ასეთი შეტევის განსახორციელებლად ჰაკერი ვალდებულია შეუწყვეტლივ უგზავნოს პაკეტები სისტემას, ხოლო მისი შეწყვეტის შემთხვევაში სისტემა ჩვეულებრივ აღადგენს ფუნქციონირებას.
ზემოთ აღნიშნული სახის შეტევის შემთხვევაში ერთდროულად ხდება ბევრი ზომბირებული მანქანიდან დიდი სახის ინფორმაციის პაკეტების გაგზავნა სერვერის მისამართით, რომლის მეპატრონეებს წარმოდგენაც კი არ ექნებათ ამის შესახებ, ეს ხდება სხვადასხვა IP მისამართებიდან. ამ შეტევის დაბლოკვა ან აღმოჩენა თითქმის შეუძლებელია, იმ მიზეზით, რომ თითო კომპიუტერიდან გარკვეული სახის პაკეტების მიღების შემთხვევაში სისტემის თავდაცვა მათ ვერ აღიქვამს როგორც თავდასხმას.
თუ ასეთი სახის თავდასხმა ხდება ერთი IP მისამართიდან, მისი დაბლოკვა შეიძლება ბრანდმაუერის საშუალებით, ხოლო თუ ეს ხდება მაგალითად 1000 IP მისამართიდან, მაშინ ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია.
ზემოთხსენებული ოპერაციის ჩასატარებლად კარგად უნდა იქნეს შესწავლილი მსხვერპლი, პირველ რიგში ის თუ რა ოპერაციული სისტემა აყენია მასზე, აქედან გამომდინარე მოხდება შესაბამისი თავდასხმა, მაგალითად თუ სერვერზე აყენია 95 ან 98 (რაშიც ეჭვი მეპარება), მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ OS-ს შეუძლია მხოლოდ 255 შეერთების განხორციელება. შეტევის განსახორციელებლად საკმარისია ”ფლუდილკა” სახელად ”PortFucker” და დაახლოებით 4-5 კომპიუტერი. წავიდეთ წინ, თუ სერვერზე აყენია NT4/2000/XP მაშინ შეიძლება ისევ იგივე მეთოდის გამოყენება, ოღონდ ამისთვის უკვე 4-5 კომპი აღარ იქნება საკმარისი, მაგალითად თუ სერვერზე არის 64MB ოპერატიული მეხსიერება მაშინ სერვერი ნორმალურად უმკლავდება 7000 შეერთებას. აი ასეთ შემთხვევებში Linux-ი ”სულ სხვაა” მას გააჩნია ასეთი ფუნქცია სახელად ”Timeout” რომელიც ანხორციელებს შეზღუდვას დროში. თუ შეზრუდვა არის პატარა (1-2 წამიანი), მაშინ მომხმარებლები, რომლებსაც გააჩნიათ სუსტი ინტერნეთ შეერთება, რესურსთან იმუშავებენ ძალიან ძნელად, ხოლო თუ ”Timeout” აყენია დაახლოებით 1 წუთზე, მაშინ ეს მისი ყველაზე სუსტი წერტილია, და უკვე აღარააქვს მნიშვნელობა ის FTP პორტზე აყენია თუ POP3 პორტზე, იმიტომ რომ, შესაძლებელია ისეთი პროგის დაწერა, რომელიც მოახდენს შეერთებას და ასევე მოახდენს მაგაკლითად ისეთი კომანდების გაგზავნას როგორიცაა "help” და ამას გააკეთებს შეუჩერებლივ. რახან სერვერი ვერ ახერხებს ნორმალური კლიენტის გარჩევას ”ზომბირებულისგან” ის ვალდებული იქნება თვითოეულს დაუთმოს დაახლოებით 1 წუთი, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, სერვერზე არსებული ყველა რესურსის ამოსაწურად.
რეალური DDoS შეტევის განსახორციელებლად, არ არის რეკომენდირებული უკვე არსებული DDoS მოდულების გამოყენება, რამეთუ მათი ამოცნობა და მიგნება არ იქნება ძნელი. საჭიროა დაიწეროს კონკრეტული მოდულები კონკრეტული მიზნისთვის.
მინდა ვიცოდე ბევრი | გადასვლები: 325 | დაამატა: jorjika | თარიღი: 30.05.2013


2000-იანი წლების დასაწყისში მხოლოდ 500 მილიონი მობილური ტელეფონის და 250 მილიონი ინტერნეტის მომხმარებელი იყო.
მინდა ვიცოდე ბევრი | გადასვლები: 368 | დაამატა: jorjika | თარიღი: 30.05.2013


იმ შემთხვევაში, თუ 2008 წლის მსგავსი „კიბერ ომი"განმეორდება, არის თუ არა საქართველო მის გასამკლავებლად მზად, ამ კითხვაზე ცალსახად პასუხის გაცემა ექსპერტებს კიბერ უსაფრთხოების სფეროში უჭირთ. თითოეული მათგანი ამბობს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა და გაკეთდა ამ მიმართულებით – შეიქმნა მონაცემთა გაცვლის სააგენტო, CERT.GOV.GE, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში კიბერ შეტევა აისახა, როგორც სერიოზული საფრთხე, თუმცა იმასაც აღიარებენ, რომ ეს ცვლილებები და ღონისძიებები არასაკმარისია.
მინდა ვიცოდე ბევრი | გადასვლები: 373 | დაამატა: jorjika | თარიღი: 30.05.2013

„ჩემი 4 წლის შვილი არის Facebook-ზე. ჯერჯერობით რეალურად სოციალური ქსელის მომხმარებელი არ არის. როდესაც მე მხედავადა, Facebook-ით ვსარგებლობდი, მასაც გაუჩნდა სურვილი და მთხოვა გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩემი დახმარებით შედის Facebook-ზე და რაღაც თამაშებს თამაშობს, მაგალითად, Buble Witch Saga, Angry Birds Friends, თუმცა, როცა დამოუკიდებლად შეძლებს მის მოხმარებას, არც მაშინ დავუშლი," ამბობს ელენე მელქაძე 4 წლის სანდროს მშობელი. 
მისივე თქმით, მთავარია ბავშვმა, ისევე როგორც მოზრდილმა ადამიანმა, ცუდად არ გამოიყენოს სოციალური ქსელი და ზედმეტი დრო არ დაუთმოს მას, დაახლოებით დღეში ერთი საათი. 
„დღესდღეობით სხვადასხვა ყოფითი პრობლემების ან თუნდაც მშობლების მოუცლელობის გამო პირადი ურთიერთობები დარღვეულია. მგონია, Facebook-ი ბავშვებს რაღაცნაირად ამ დანაკლისსაც შეუვსებს. თუმცა, რა თქმა უნდა, პირად ურთიერთობებს მაინც უფრო მივესალმები," დასძინა მელქაძემ. 
მშობლების მცდელობის მიუხედავად, რაც შეიძლება დიდ ასაკამდე მოარიდონ შვილები სოციალურ ქსელს, ზოგჯერ ეს შეუძლებელია. არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ Facebook მობილური ტელეფონის მსგავსად იმდენად აქტუალური გახდა, რომ ბევრი ბავშვი ვერ გებულობს, რატომ არ შეიძლება ჰქონდეს მაინცდამაინც მას პროფილი, როდესაც ყველა მისი კლასელი ამ კონკრეტული სოციალური ქსელის მომხმარებელია. 
„შესაძლებელია, Facebook-ზე შექმნან ფორუმები, სადაც კლასელები სხვადასხვა თემებს და პრობლემებს განიხილავენ. მაქსიმალურად უნდა შევეცადოდ ჩვენი კონტროლით და ჩართულობით შვილებს სოციალურ ქსელში სწორი მიმართულება მივცეთ. ყოველ შემთხვევაში მე მირჩევნია ჩემი შვილი დღეში ერთი საათით Facebook-ზე იყოს, ვიდრე რომელიმე კომპიუტერულ თამაშს თამაშობდეს, მით უმეტეს, რომ Facebook-ზე ცენზურა მეტ-ნაკლებად დაცულია," აღნიშნა 11 წლის შოთიკოს დედამ.
მინდა ვიცოდე ბევრი | გადასვლები: 308 | დაამატა: jorjika | თარიღი: 30.05.2013

მასალის სახელი:Explay. Movie 1.1
ძრავი: Dle 9.X
ოფიციალური საიტი: http://explay.net/
აღწერა: გამოვიდა ახალი მოდული დლე ძრავისთვის მისი დაყენების შემდეგ საიტი გარდაიქმნება კინოების საიტად.ნებისმიერი დიზაინის შემთხვევაში..


მინდა ვიცოდე ბევრი | გადასვლები: 342 | დაამატა: jorjika | თარიღი: 30.05.2013

შესვლის ფორმა
ძებნა
ჩვენი გამოკითხვა
კარგი საიტია?
Всего ответов: 143
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Copyright MyCorp © 2024